ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტზე: დანაშაულის დონე ჩვენს ქვეყანაში ისეთ დონეზეა, რაც აქამდე არავის უნახავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

მანამდე სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში. ახალი ორლეანის მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებული 30 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში და, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს.

„როდესაც მე ვთქვი, რომ შემოსული კრიმინალები ბევრად უარესები არიან, ვიდრე ის კრიმინალები, რომლებიც ჩვენ გვყავს ჩვენს ქვეყანაში, ამ განცხადებას მუდმივად უარყოფდნენ „დემოკრატებ“ და „ფეიკ ნიუს“ მედია, მაგრამ ეს სიმართლე აღმოჩნდა. დანაშაულის დონე ჩვენს ქვეყანაში ისეთ დონეზეა, რაც აქამდე არავის უნახავს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები

როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი...

როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება. როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით...