გერმანიის მთავრობამ დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტები, როდესაც პოლიციელები და მეხანძრეები დაშავდნენ, ძირითადად პიროტექნიკით თავდასხმის შედეგად

გერმანიის მთავრობამ დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტები, როდესაც პოლიციელები და მეხანძრეები დაშავდნენ, ძირითადად პიროტექნიკით თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ბერლინში, 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად. სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.

ასობით პოლიციელი დედაქალაქში განათავსეს შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი...

როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება. როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით...