გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
მანამდე სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში ბურბონ სტრიტზე, შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.
ახალი ორლეანის მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებული 30 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში და, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ გაანეიტრალა.