იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან საპროტესტო აქციაზე ხუთი დემონსტრანტი დააკავეს

იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ხუთი დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ აქცია მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა. დემონსტრაციაში 20-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქციის მონაწილეები ნეთანიაჰუს სახლთან სკანდირებდნენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ადამიანები იტანჯებიან.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ გააჩერა და ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანა. პოლიცია აცხადებს, რომ ისინი ხმაურის გამო დააკავეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა,...

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“. როგორც გამსახურდია წერს,...