პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის და საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის ძირითად აქცენტებს აქვეყნებს.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც მმართველ პარტიას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება.
“ეუთო/ოდირის დასკვნა აშშ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ 👇🏻
1. მიუხედავად იმისა რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები მაინც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს
2. ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში
3. კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ-კონფრონტაციული და წამქეზებელი რიტორიკით როგორიც იყო: პირადი თავდასხმები, კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ
4. შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა
5. ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული
საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის ძირითადი აქცენტები 👇🏻
1. 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა ფართო არჩევანი. ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ თავისუფალი კამპანიის წარმოება. კამპანია ჩატარდა მშვიდ გარემოში, ხოლო ძალადობის იზოლირებული შემთხვევები მიიღეს როგორც მმართველი პარტიიდან ისე ოპოზიციის მხრიდან.
2. ეუთო/ოდირი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.
3. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების 90 %-ში საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად.
ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება”, – წერს ნინო წილოსანი.