2 იანვარი, ხუთშაბათი, 2025
2 იანვარი, ხუთშაბათი, 2025

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: როგორც ჩანს, ვიღაც ჭკვიანებმა ურჩიეს, რომ საბოლოოდ არ გამასხარავებულიყო

როგორც ჩანს, ვიღაც ჭკვიანებმა ურჩიეს, რომ საბოლოოდ არ გამასხარავებულიყო, თუმცა რისხვაც დაიმსახურა და სამართლიანად, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ორბელიანების სასახლის დატოვების შესახებ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.

„ზურაბიშვილმა თავად ჩაიგდო თავი იმ მდგომარეობაში, რომ არც იმ მილიონ ას ოცი ათასი ადამიანის მხარდაჭერა აქვს, რომელმაც ხელისუფლებას დაუჭირა მხარი და არც კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ექნება, რადგან აღარავის სჭირდება ზურაბიშვილი, რომელიც ფორმალური პრეზიდენტი აღარ არის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები