Newsweek-ი III მსოფლიო ომის შესაძლო ფრონტის რუკას აქვეყნებს, რომლის თანახმად, შესაძლოა აქტიური საომარი მოქმედებები შავ ზღვასა და აზოვის ზღვაშიც დაიწყოს

ამერიკული გამოცემა Newsweek-ი III მსოფლიო ომის შესაძლო ფრონტის რუკას აქვეყნებს.

Newsweek-ის თანახმად, შესაძლოა აქტიური საომარი მოქმედებები შავ ზღვასა და აზოვის ზღვაშიც დაიწყოს.

„ეჭვგარეშეა, რომ პუტინი გააგრძელებს თავისი ინტერესების აგრესიულად განხორციელებას ევროპაში და, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში“, – განუცხადა Newsweek-ს ჩრდილოეთის ცენტრალური კოლეჯის პოლიტოლოგიის პროფესორმა უილიამ მუკმა.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში პუტინისთვის თუკი რამ არის მამოძრავებელი ფაქტორი, ეს ნატოს გაფართოებაა. ის შეეცდება გამოიყენოს ნებისმიერი ბზარი რეგიონში რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად“, – განაცხადა მუკმა.

„Newsweek-ის რუკაზე ასევე ნაჩვენებია შესაძლო გართულებები ნატო-ს წევრი თურქეთისთვის. თურქეთი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკას ესაზღვრება, რომელსაც 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდა. ომმა აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვია”, – აღნიშნავს გამოცემა.

„თუ ქაოსისა და განხეთქილებისკენ მიმართული რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად ნატო-ს ალიანსი ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებს, ეს მკვეთრად შეამცირებს პუტინის შანსებს, განავრცოს ომი უკრაინის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა მუკმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა,...

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“. როგორც გამსახურდია წერს,...