4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვიქტორ ორბანი 12 დეკემბერს თურქეთში ჩავა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 12 დეკემბერს თურქეთში ჩავა, სადაც მას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

კოვაჩის განცხადებით, ორბანი ერდოღანთან უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს განიხილავს. ორი ქვეყნის ლიდერი აგრეთვე 2023 წელს დამყარებულ უნგრულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს განიხილავენ.

მოლაპარაკებების შემდეგ ორბანი უნგრულ-თურქული კულტურის სეზონის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები