ტრამპი სირიაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, არ უნდა ჩავერიოთ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიაში განვითარებულ მოვლენებში.

„აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ამასთან [სირიაში განვითარებულ მოვლენებთან]. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. არ უნდა ჩავერიოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთს, რომელიც ჩართულია უკრაინაში, სადაც 600 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, როგორც ჩანს, არ შეუძლია შეაჩეროს სირიაში ოპოზიციური ძალების წინსვლა. „სირიაში რუსეთს დიდი სარგებელი არც არასდროს ჰქონია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც სირიაში ხდება, დიდი არეულობაა, მაგრამ [სირია] არ არის ჩვენი მეგობარი და აშშ-ს არაფერი საერთო უნდა ჰქონდეს ამ სიტუაციასთან“, – დასძინა მან.

სირიაში ბრძოლები კვლავ განახლდა, პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში. 1-ელ დეკემბერს სირიის მთავრობამ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ქალაქ ალეპოზე, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში. აჯანყებულებმა შემდგომში აიღეს რამდენიმე სხვა დიდი ქალაქი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი: პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს – 85 წელი...

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მეცნიერებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილე მიულოცა. „პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის...