უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა ნატოში გაწევრიანების გარდა უსაფრთხოების ყველა სხვა გარანტიებზე უარს ამბობს

„უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოში გაწევრიანებაა“- ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

უწყება წერს, რომ ოფიციალური კიევი, ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის გარდა, პარტნიორების მიერ შეთავაზებულ ყველა სხვა გარანტიაზე უარს აცხადებს.

განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას სახელით ვრცელდება, ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთადერთი შემაკავებელი ძალა უკრაინის ნატოში მიღებაა.

„ბუდაპეშტის მემორანდუმის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ არ დავთანხმდებით არავითარ ალტერნატივას, სუროგატს ან ნატოს სრულფასოვანი წევრობის შემცვლელ პირობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...