3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

CNN: ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა აქვს, რომელიც შესაძლოა პუტინს მოეწონოს

კიტ კელოგის უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნით დონალდ ტრამპმა აირჩია ძალიან კონკრეტული, წინასწარ გამოცხადებული გეგმა საგარეო პოლიტიკის უმძიმეს საკითხთან დაკავშირებით, – წერსტელეკომპანია CNN-ი.

კიტ კელოგი 2017-2021 წლებში ტრამპის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო.

კელოგმა აპრილში დეტალურად ჩამოაყალიბა თავისი სამშვიდობო გეგმა.

თავის გეგმაში კელოგი აღნიშნავს, რომ აშშ-ს არ სჭირდება კიდევ ერთ კონფლიქტში ჩართვა, ხოლო მისი იარაღის მარაგი დაზარალდა უკრაინის დახმარების შედეგად, რის გამოც ქვეყანა პოტენციურად დაუცველია ჩინეთთან ტაივანის გამო ნებისმიერ კონფლიქტში.

კელოგი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება უნდა შეჩერდეს განუსაზღვრელი ვადით, „ყოვლისმომცველი და შემოწმებადი სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც შეიცავს უსაფრთხოების გარანტიებს“.

გეგმის თანახმად, აშშ-ის მომავალი დახმარება – სავარაუდოდ სესხის სახით – იქნება განპირობებული უკრაინის რუსეთთან მოლაპარაკებებით, ხოლო აშშ შეიარაღებს უკრაინას იმ ზომით, რომ მას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა და რუსეთის შემდგომი წინსვლის შეჩერება ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დაწყებამდე და მას შემდეგ.

გეგმაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზი გაიყინება ცეცხლის შეწყვეტის შედეგად და დაწესდება დემილიტარიზებული ზონა. ამაზე დათანხმებისთვის, რუსეთი მიიღებს სანქციების შეზღუდულ შემსუბუქებას და სრულ შემსუბუქებას მხოლოდ მაშინ, როცა ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც უკრაინას აწყობს. უკრაინას არ მოეთხოვება უარი თქვას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ის დათანხმდება მის განხორციელებას მხოლოდ დიპლომატიური გზით.

CNN-ი აღნიშნავს, რომ დემილიტარიზებულ ზონას, სავარაუდოდ, პატრულირება დასჭირდება, რაც „რბილად რომ ვთქვათ, რთული იქნება“. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღება იმ მოცულობით, რომ მას შეეძლოს რუსეთის ამჟამინდელი და მომავალი წინსვლის შეჩერება, ასევე რთული იქნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები