საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ ივნისში შეაჩერა, თუმცა, იგი აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაცია.
„როგორც ევროკავშირმა, შევაჩერეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს მოხდა უკვე მიმდინარე წლის ივნისში, ნახევარი წლის წინ, მაგრამ ისევ ველოდებოდით არჩევნებს. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი თვალსაზრისით, ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანი და გულსატკენია“, – განაცხადა ელჩმა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.