29 ნოემბერი, პარასკევი, 2024
29 ნოემბერი, პარასკევი, 2024

პუტინი: რუსეთი განადგურების ყველა საშუალებას გამოიყენებს, თუ უკრაინა ბირთვულ იარაღს მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი განადგურების ყველა საშუალებას გამოიყენებს, თუ უკრაინა ბირთვულ იარაღს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კერძოდ, რუსეთის ხელთ არსებულ განადგურების ყველა საშუალებაა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„თუ ვინმე ოფიციალურად გადასცემს [უკრაინას] რამეს, მაშინ ეს ნიშნავს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში აღებული ყველა ვალდებულების დარღვევას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოველ ნაბიჯს, თუ რა ხდება იქ“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები