უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხარეს ომში 11 ათასი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო მონაწილეობს.
მისი თქმით, მსოფლიომ ჩრდილოეთ კორეის ჯარის ყოფნაზე რუსეთში რეაგირება უნდა მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების რიცხვი გაიზრდება.
„დღეს რუსეთის არმია 11 ათას ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს იყენებს. მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, თუ მსოფლიოს რეაქცია არ იქნება ისეთი, რაც ჩრდილოეთ კორეას, მის ჯარისკაცებს [ომში] მონაწილეობის სურვილს მოუსპობს. თუ არა და, ასეთ დაქირავებულ მებრძოლებს, სამწუხაროდ, ომის სხვა ზონებშიც ვიხილავთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.