14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნაწილების განთავსებისა და რეალიზაციის წესი 2026 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება

თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის წესის ამოქმედების თარიღმა 2026 წლის პირელ იანვრამდე გადაიწია.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

მისი თქმით, პანდემიის გამო რამდენიმე წლით გადავადებული რეგლამენტის ამოქმედების ახალთარიღის განსაზღვრასთან ერთად,  შესაბამისმა სამსახურებმა   ერთი წლის განმავლობაში ამ საქმიანობით დაკავებული მეწარმე-სუბიექტების  ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმირება უნდა უზრუნველყონ.

2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დაამტკიცა ახალი დადგენილება – მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის წესი. აღნიშნული წესის შესაბამისად გაიწერა რეგლამენტი, კერძოდ, ის არეალები, სადაც მსგავსი ტიპის საქმიანობა, პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია საერთოდ დაუშვებელია. ასევე, იქ, სადაც ეს დაშვებულია, განსაზღვრა ტექნიკური რეგლამენტი, იმისთვის, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანსაღი ცხოვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, ამ წესს პირველი იანვრიდან უწევს ამოქმედება, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკური სექტორი მზად არ არის, თუმცა მას განუსაზღვრელი დროით ვერ გადავავადებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხის გადაწყვეტაშიაქტიური ჩართულობა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ასევე, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციისა და გამგეობების წარმომადგენლებს დაავალა.

მინდა, დავავალო ვიცე-მერს, მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე გამგეობებს, ჩაერთონ ამ საკითხის გადაწყვეტაში. განსაზღვრეთ აღნიშნული წესის რეალურად ამოქმედების თარიღი, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ეს უნდა იყოს 2026 წლის პირველიიანვარი. მომდევნო ერთი წელი მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ინფორმაციულად მიიღონ ყველა სიახლე და გადაწყვეტილება, თუ როგორი სივრცეებია საჭირო, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განთავსება, იქ,სადაც დასაშვებია, ხოლო სადაც პრობლემას წარმოადგენს, იქ მსგავსი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ახალ რეგულაციასთან მეწარმე-სუბიექტების ადაპტირების მიზნით,შესაბამისი  საინფორმაციო კამპანიის ჩატარებამუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა უზრუნველყოს.

მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთჩამოთვლილი საქმიანობით, რათა  ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და შევატყობინოთ, ვის რა ღონისძიებების გატარება უწევს. ამისთვის უნდა განვუსაზღვროთ გონივრული ვადა.  მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დასრულდება, საზოგადოებას ვაცნობოთ, რა სამუშაოები ჩატარდა და როდის ამოქმედდება ეს დადგენილება. მომდევნო ერთი წელი საკმარისი იქნება და თუ რამე დამატებით ჩართულობა იქნება საჭირო, მზად ვართ, ყველა მეწარმეს გვერდით დავუდგეთ, დავეხმაროთ და გავაკეთოთ ისე, როგორც სწორია. არის შემთხვევები, როდესც მეორადი საბურავები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებშიგანათვასებული, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ყველანაირი თვალსაზრისით. ამიტომ,გარკვეული საფრთხეები რომ ავიცილოთ თავიდა, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაწესრიგოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები