აშშ-ში Boeing-ის გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში Boeing-ის თანამშრომლების 7-კვირიანი გაფიცვა, კომპანიასთან მიღწეული შეთანხმებით დასრულდა. საავიაციო გიგანტი თანამშრომლებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 38%-ით მოუმატებს ხელფასს. შეთანხმების თანახმად, ასევე შეიცვლება თანამშრომლების საპენსიო სისტემა და სამსახურში დაბრუნების შემდეგ თანამშრომლები ერთჯერადი პრემიის სახით 12 ათას დოლარს მიიღებენ.

Boeing-ის 30 ათასმა თანამშრომელმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების მომატების მოთხოვნით, გაფიცვა 13 სექტემბერს დაიწყო. რამაც კომპანიის წარმოებაში მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მარჩინ როსოლოვსკი: პოლონეთის მთავრობამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე...

პოლონელი ექსპერტი მარჩინ როსოლოვსკი „ქრონიკასთან“ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის აცხადებს, რომ პოლონეთის მთავრობა ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავს და არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს შიდა...