აშშ-ში Boeing-ის გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში Boeing-ის თანამშრომლების 7-კვირიანი გაფიცვა, კომპანიასთან მიღწეული შეთანხმებით დასრულდა. საავიაციო გიგანტი თანამშრომლებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 38%-ით მოუმატებს ხელფასს. შეთანხმების თანახმად, ასევე შეიცვლება თანამშრომლების საპენსიო სისტემა და სამსახურში დაბრუნების შემდეგ თანამშრომლები ერთჯერადი პრემიის სახით 12 ათას დოლარს მიიღებენ.

Boeing-ის 30 ათასმა თანამშრომელმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების მომატების მოთხოვნით, გაფიცვა 13 სექტემბერს დაიწყო. რამაც კომპანიის წარმოებაში მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი პოლინეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ...

„დონალდ ტუსკის მთავრობა, ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა,“ - წერს სოციალურ...