გია აბაშიძე-ევროპარლამენტში აფხაზეთის მოხსენიება სახელმწიფოდ ყირგიზეთთან ერთად, შეურაცხმყოფელი პოლიტიკური უხამსობაა. იმ ინსტიტუტიდან, სადაც სააკაშვილი ე.წ. “წამებული პოლიტიკური პატიმარია” და კეზერაშვილი ე.წ. “პატიოსანი მედია მენეჯერი”, აღარაფერია გასაკვირი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი EPP-ის შემუშავებულია და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

ანალიტიკოსის თქმით, ევროპარლამენტში აფხაზეთის მოხსენიება სახელმწიფოდ ყირგიზეთთან ერთად, შეურაცხმყოფელი პოლიტიკური უხამსობაა.

მისივე თქმით, იმ ინსტიტუტიდან, სადაც სააკაშვილი ე.წ. “წამებული პოლიტიკური პატიმარია” და კეზერაშვილი ე.წ. “პატიოსანი მედია მენეჯერი”, აღარაფერია გასაკვირი.

„ეს არ არის პოლიტიკოსობა და ჩვენი ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკა – ევროპარლამენტში აფხაზეთის მოხსენიება სახელმწიფოდ ყირგიზეთთან ერთად, შეურაცხმყოფელი პოლიტიკური უხამსობაა.
იმ ინსტიტუტიდან, სადაც სააკაშვილი ე.წ. “წამებული პოლიტიკური პატიმარია” და კეზერაშვილი ე.წ. “პატიოსანი მედია მენეჯერი”, აღარაფერია გასაკვირი.

ცალკეული ევროპარლამენტარების ბიოგრაფიებიდან და სამარცხვინო განცხადებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ისინი სამაგალითო ევროპელებს წარმოადგენენ.“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი ზარქუა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: რევოლუციისთვის, პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის,...

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ანგარიშში ბევრი უზუსტობაა და მიუღებელია, როდესაც მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე...