4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი დონორების დაფინანსების გამჭვირვალობაზე: არ გაასაჯაროებენ თანხებს, რითაც აფინანსებენ პროექტებს, მაშინ ფულს როგორ მოტეხავენ ან არასამთავრობოებს როგორ დაიმონებენ? თან იციან, რომ “რუსული კანონი”, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა არ გვაქვს

არა, არ გაასაჯაროებენ დონორები იმ თანხებს რაშიც აფინანსებენ თავიანთ პროექტებს, მაშინ ფულს როგორ მოტეხავენ ან თავიანთ მართულ არასამთავრობოებს როგორ დაიმონებენ ? თან იციან, რომ ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა არ გვაქვს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოწოდებას დონორებისადმი, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, ვინაიდან რამდენიმე ორგანიზაცია ხარჯებს მალავს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, საჭიროა კანონი, რომელიც ვალდებულს გახდის დონორებს, გაასაჯაროონ რაში იხარჯება თანხები.

“არა, არ გაასაჯაროებენ დონორები იმ თანხებს რაშიც აფინანსებენ თავიანთ პროექტებს, მაშინ ფულს როგორ მოტეხავენ ან თავიანთ მართულ არასამთავრობოებს როგორ დაიმონებენ ? თან იციან, რომ ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა არ გვაქვს. ან გვინდა კანონი, რომელიც ვალდებულს გახდის მათ გაასაჯაროონ რაში და რაზე ხარჯავენ ფულს. ამის გარდა შეგვეძლება პირდაპირ მოვთხოვოთ არ ფუჭ და მავნებლურ საქმეებში დახარჯონ ფინანსები, არამედ თავდაცვის, უსაფრთხოების და აგრარული სექტორის გაძლიერებაში. რამდენად აწყობთ ერთია, მეორეა ჩვენ რამდენად ვართ მზად ახალი კანონი წარვადგინოთ, რასაც მანამდე ძალიან ძლიერი ინფორმაციული კამპანია უნდა უძღოდეს წინ!” – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.