დავით ქართველიშვილი – სანამ დასავლელი “ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე” ინდიკაციებს “დეზერტირებზე” დაეძებენ, მსოფლიოს ბანკის ამ “რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ

მსოფლიო ბანკის მონაცემებს, რომლის თანახმად ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სანამ ჩვენი მცირეპროცენტული ჯამბაზები ბაზარ-ბაზარ და მარკეტ-მარკეტ დარბიან, სიგრძის სიგანესთან შედარების მიზნით – მსოფლიო ბანკი აგრძელებს საქართველოზე თავის “რუსული ინდიკაციებით” მოპოვებული რეიტინგების გამოქვეყნებას. თურმე მსოფლიოში (!) – 33-ე ადგილზე ვართ და ევროპაში (!) – სამეულში. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ეს მონაცემები არა შულერების, არამედ ელემენტარული ეკონომიკური მაჩვენებლების მცოდნე სპეციალისტების ხელშია.
მაგალითად, 1998 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ჩემი 125-ლარიანი ხელფასით შემეძლო შემეძინა 300 ლიტრი საწვავი, ან 5 ტომარა ფქვილი, 2008 წლის ხელფასით – 600 ლიტრი საწვავის ან 15 ტომარა ფქვილის, წელს კი მხოლოდ საშუალო ხელფასით (სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით) შესაძლებელია 700 ლიტრი საწვავის ან 18 ტომარა ფქვილის შეძენა. და ამ დინამიკის პარალელურად – დიახ, ფასები გაიზარდა. ისევე, როგორც გაიზარდა საშუალო ხელფასები და გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა.
მე აღარ გადავიყვანე ეს მარტივი ფასწარმოქმნის არითმეტიკა 1998, 2008 და 2024 წლის საპენსიო ყიდვითუნარიანობის ჭრილში – ჩემი, არაეკონომისტის ლოგიკა, მათთვის ვინც სიგრძის მაჩვენებლებს სიგანეს ადარებს, მაინც გაუგებარი იქნება. ამიტომ, მსოფლიოს ბანკის ამ “რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ, სანამ დასავლელი “ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე” ამ ინდიკაციებს “დეზერტირებზე” დაეძებენ.
P.S.: გაგიკვირდებათ, წლევანდელი შემოსავლებით 1998 და 2008 წელთან შედარებით ხორცის, ყველის, ზეთის და ა.შ. – ასევე იმაზე მეტი ოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მიუხედავად ყველაფერზე გაზრდილი ფასებისა. 1998 წელს 20 ათას დოლარად შეძენილი ბინის ღირებულება წელს მაკლერმა 120 ათასად შემიფასა – ასეც ხდება ხოლმე…“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...