ნინო ფოჩხუა LGBT პროპაგანდის აკრძალვის საკანონმდებლო დონეზე ინიციირებაზე: იმ სიგიჟეს, რის დანერგვასაც ცდილობენ ფსევდო ლიბერალები, ჩვენს ქვეყანაში განხორციელება არ უწერია, ამის გარანტი ჩემი მხარდაჭერილი ხელისუფლებაა

ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ იმ სიგიჟეს, რის დანერგვასაც ცდილობენ ფსევდო ლიბერალები, ჩვენს ქვეყანაში განხორციელება არ უწერია და ამის გარანტი ჩემი მხარდაჭერილი ხელისუფლებაა! – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია! ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ იმ სიგიჟეს, რის დანერგვასაც ცდილობენ ფსევდო ლიბერალები ჩვენს ქვეყანაში, განხორციელება არ უწერია და ამის გარანტი ჩემი მხარდაჭერილი ხელისუფლებაა! ბრავო! “ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას...

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები...