4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“ტვ24-ის” ინფორმაციით, ავარია ლვოვის ოლქში მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია კიეველი ქალი, მეორე მანქანაში, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი იმყოფებოდა

კვირას, 8 ოქტომბერს, ლვოვის ოლქში, ავარია მსხვერპლით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ერთმანეთს Hyundai და Audi A8 მარკის ავტომობილები შეეჯახა. Hyundai-ს მანქანის მძღოლი, 53 წლის კიეველი ქალი ადგილზე დაიღუპა. მეორე მანქანაში, 46 წლის უცხოელი ქალი იმყოფებოდა, რომელიც “ტვ24-ის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილია.

Audi A8-ს მარკის ავტომობილს 36 წლის ლვოველი კაცი მართავდა. ის და მისი მგზავრი, რომელიც, მედიის ვარაუდით, ეკა ტყეშელაშვილია, სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. სამართალდამცველები ავარიის გარემოებებს ადგენენ.

წყარო: “პრაიმტაიმი”

ავტორი:

ბოლო სიახლეები