აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაცია აქვს და დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყნებზე იერიშის მიტანას არ აპირებს.
„მე ვესაუბრები პუტინს. მას ძალიან კარგად ვიცნობ. პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს“, – აღნიშნა ტრამპმა.









