7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

ვიტალი კლიჩკო: კიევში უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე დრონით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დრონით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დრონი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას მოხვდა, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. დრონის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა“, – აღნიშნა უკრაინის დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, შევჩენკოვსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები