9 მაისი, პარასკევი, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) ჰქონდა დამთავრებული. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ Gazeta Polska-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რაუმ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული და დაკავშირებულია იმასთან, რომ МГИМО-ს მუშაობა იყო “ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის მუშაობაში და საბჭოთა “რბილი ძალის” ნაწილი”, ხოლო აღნიშნული დაწესებულების კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ “რუსეთის იმპერიის საქმისთვის” ემსახურათ.

“ჩვენ შევძელით ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასრულება, რომელიც უფრო ფართო დეკომუნიზაციის პროცესის ნაწილია”, – თქვა რაუმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები