9 მაისი, პარასკევი, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასარეგულირებლად გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასარეგულირებლად გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა.

ტრამპს ჰკითხეს ჯეი დი ვენსის სიტყვების შესახებ, რომ რუსეთი ძალიან ბევრს ითხოვს, როდესაც საქმე უკრაინაში ომის დასრულებას ეხება. ტრამპმა აღნიშნა, რომ „ასეთი ალბათობა არსებობს“, რადგან ვენსმა „შეიძლება რაღაც იცოდეს“, რაც თავად მან არ იცის.

„ჩვენ ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ეს არ მომწონს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები