ზელენსკი: ჩვენი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სულ მცირე, 30 დღით, ძალაში რჩება – რუსეთისგან არ ჩანს პასუხი, არანაირი პასუხი, გარდა ახალი დარტყმებისა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი არ რეაგირებს უკრაინის წინადადებაზე, საბრძოლო მოქმედებები თუნდაც 30 დღით შეწყდეს და პასუხად მხოლოდ ახალ დარტყმებს ახორციელებს.

„ჩვენი წინადადება დარტყმების შეწყვეტის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სულ მცირე, 30 დღით, ძალაში რჩება – ამას შეუძლია დიპლომატიას შანსი მისცეს. მაგრამ სწორედ რუსეთისგან არ ჩანს პასუხი – არანაირი პასუხი, გარდა ახალი დარტყმებისა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ეს მაქსიმალურად მკაფიოდ აჩვენებს, ვინ არის ომის წყარო. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია და ეს მას მოუწევს. საკითხი მხოლოდ დროშია. ომი წამგებიანია ყველასთვის, მათ შორის აგრესორისთვისაც“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაიზრდება და აგრესორი ქვეყნისთვის ეს საგრძნობი იქნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...