ზურაბიშვილი ამბობს, რომ შვედეთის პრემიერმა წერილი მისწერა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შვედეთის პრემიერმა წერილი მისწერა.

„შვედეთის პრემიერის წერილი მივიღე პერსონალურად, რომელიც დიდი წუხილს გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე. საპასუხოდ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააგენტოს „სიდასი“ შეეჩერებინა, რომელიც მთავარი დონორი იყო ქვეყანაში, ასევე შეეწყვიტათ ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ მხარდამჭერი დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობა აპირებს შეიმუშაოს წესები, რომლითაც ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება აიკრძალება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჭაო კუანგძუნი: მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის...

მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ, ჭეძიანგის პროვინციაში, - განაცხადა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჭაო...