ზურაბ ქადაგიძე: ხვდებით სინამდვილეში რამხელა პროგრესი გვაქვს და რამდენად ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, კარგია, რომ ვერ გაბედეს ბოლო ადგილზე გადავეგდეთ, მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობაში “ჩავარდნის” და უკრაინის თავდაცვაში და უსაფრთხოებაში “გარღვევის” გამო მაინც გაასწრებინეს უკრაინას ერთი-ორი ქულით.

„კარგია, რომ ვერ გაბედეს ბოლო ადგილზე გადავეგდეთ, მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობაში “ჩავარდნის” და უკრაინის თავდაცვაში და უსაფრთხოებაში “გარღვევის” გამო მაინც გაასწრებინეს უკრაინას ერთი-ორი ქულით. ეს ვთქვი წინასწარ და ხედავთ, რომ გამართლდა ერთი-ერთში. წარმოიდგინეთ, რა შეფასების გაკეთება მოუწიათ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხში ვუსწრებთ ორივე ქვეყანას. ხვდებით სინამდვილეში რამხელა პროგრესი გვაქვს და რამდენად ვუსწრებთ მათ?!“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...