ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის მიერ მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ, ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დაკავებული მზია ამაღლობელისთვის ევროპარლამენტის მიერ სახაროვის პრემიის გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ, ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ.

„სახაროვი – ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს.

ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული პრემია გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა.

აი, ესაა მათი „ღირებულებები“.
თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ;
თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ;
თუ ქვეყნის კანონს იცავ – მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ.

სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ, ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია, ძალიან ცდება.
ეს უკვე პოლიტიკურად შეფუთული დაკვეთაა:
დაასუსტე საქართველო, დააფინანსე ქაოსი, და მერე დააჯილდოვე „თავისუფლებისთვის”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...