ზურაბ ქადაგიძე: ელისაშვილის შემხედველი კვერცხებს კი არა, “ლატოკებს” უნდა გაფარებდნენ თავზე, მაგრამ მაინც რიტორიკულ კითხვას დავსვამ – ეს ბანერი, ასე სწრაფად როგორ დაამზადეთ?

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება.

მისივე შეფასებით, კვერცხების სროლა დაწყებული არ იყო და ბანერი დადეს, საკუთარ “ბაბლს” აგიჟებენ, ისეთი ანგარიშგასაწევი ძალა ვართ, რომ კვერცხებს გვიშენენო

“კვერცხების სროლა დაწყებული არ იყო და ბანერი არ გამოაცხვეს?

საკუთარ “ბაბლს” აგიჟებენ, ისეთი ანგარიშგასაწევი ძალა ვართ, რომ კვერცხებს გვიშენენო…

ელისაშვილის შემხედველი კვერცხებს კი არა, “ლატოკებს” უნდა გაფარებდნენ თავზე, მაგრამ მაინც რიტორიკულ კითხვას დავსვამ – ეს ბანერი, ასე სწრაფად როგორ დაამზადეთ?
ის გამახსენდა – გავრილოვის ვიზიტი არავინ რომ იცოდა და ხოშტარიას სექტა, პარლამენტში ელოდებოდა ბანერებით…

ვაი, თქვე საცოდავებოო…” – წერს ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...