არჩილ გორდულაძე: ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდის ვალია, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ

[პროცესი] განახლდება მოსამართლეების კითხვებით, ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს რამდენად დასაბუთებულია მმართველი გუნდის სარჩელი.

„ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც, დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისა და პოლიტიკური გუნდისა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება. ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს რიგით მეცხრე სხდომა სამშაბათს გაიმართება. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. მმართველ გუნდში განმარტავენ,...