ზურაბ ქადაგიძე: დიპლომატიურ მისიებს უნდა განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო აბრევიატურაც დაურთონ დროშებს, თორემ ნაცები დარბიან ანტისაოკუპაციო „ნასკებით” და რამე ხიფათს არ გადაეყარონ დიპლომატები

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი ახობაძის პოსტს სოციალურ ქსელში, რომელიც თბილისში, დიპლომატიური მისიის ავტომანქანებზე ჩეხეთის დროშას აპროტესტებს, რადგან, სავარაუდოდ, რუსული დროშა ჰგონია, „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე ირონიულად წერს, დიპლომატიურ მისიებს უნდა განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო აბრევიატურაც დაურთონ დროშებს.

„ამაზე გამახსენდა – 2014 წელს, 9 აპრილის მემორიალთან რომ სლოვაკეთის გვირგვინის ლენტი დაწვა ვიღაც ნაცმა, გახსოვთ?
მერე განმარტება გააკეთა – მიეწერათ მაინც, რომ სლოვაკეთის იყოო…

მოკლედ -ამათ🇨🇿, ამათ🇸🇮, ამათ🇸🇰, ამათ🇷🇸 და ამათაც🇨🇱 (მაინც, დავიზღვიოთ თავი).
დიპლომატიურ მისიებს უნდა განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო აბრევიატურაც დაურთონ დროშებს, თორემ ნაცები დარბიან ანტისაოკუპაციო „ნასკებით” და რამე ხიფათს არ გადაეყარონ დიპლომატები.
ვაი, ამათ პატრონს…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...