ზუგდიდში სტუდენტების ნაწილმა გამჭირვალობის კანონი გააპროტესტა

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს! – პარლამენტის მირ დაინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც აპროტესტებს. სტუდენტები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

მათი განცხადებით, კანონი პირდაპირ არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. მათივე თქმით, “რუსული კანონი”-ს მიღებით,
ზიანდება სტუდენტების მომავალი და ილახება ყველა ის ღირებულება თუ ფასეულობა, რასაც ისინი უნივერსიტეტში სწავლობენ. ახალგაზრდები მხარს უჭერენ დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ “საქართველო გახდეს რუსეთი”.

სტუდენტებმა აქციის დასრულების შემდეგ, ტრანსფარანტებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი საპროტესტო აქციებს მომდევნო დღეებშიც აანონსებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...