ზელენსკი: თუ ტრამპი პუტინს ორი-სამი თვით ომის შეწყვეტისკენ უბიძგებს, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ

უკრაინა არჩევნების ჩატარებას შეძლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს და ორი-სამი თვით ომს შეაჩერებს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-თან ინტერვიუს დროს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის მოხარული იქნებოდა, რომ უკრაინაში არჩევნები ჩაეტარებინა „რაც შეიძლება სწრაფად“, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ რუსეთმა ომი შეაჩეროს.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი და მე მგონია, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია, უბიძგებს პუტინს ომის შეწყვეტისკენ ორი-სამი თვით, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების...