ზაზა შათირიშვილი: დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა

პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მოცემულობა – დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ. მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის განცხადებით, არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია იმისა, რომ Ipsos-ის კვლევა საზოგადოებრივი განწყობის ტირაჟირებას ეწევა.

“აქედან გამომდინარე, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კვლევა და განსაკუთრებით,მისი შედეგები, ასე უბრალოდ, საზოგადოებრივი განწყობების ტირაჟირებას ემსახურება მიზნად. მითუმეტეს, რომ მონაცემები პირდაპირ ამხელს ევროპულ ბიუროკრატიას უმოქმედობასა და კორუმპირებულობაში.
თუ ვთანხმდებით, რომ Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არც შემთხვევითია და არც “დიპსტეიტის” კონტროლს მიღმა გავრცელებული ინფორმაცია, ჩნდება კითხვა – რა მიზანს ემსახურება ევროკავშირისთვის ეს დამანგრეველი ინფორმაციადა ამ ინფორმაციის მთელი სიმძლავრეებით ტირაჟირება ასევე “დიპ სტეიტის” მიერ კონტროლირებული მედიით? ამ კითხვას აქვს კონკრეტული პასუხი, რომლის უტყუარობაში დასარწმუნებლად არა რაიმე რთული მსჯელობა, არამედ, მხოლოდ ფაქტების ანალიზია საჭირო”,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...