ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, ჩვეულებრივი სიბრიყვეა

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების ინიციატივა, ქვყანას კიდევ უფრო დააახლოვებს საერთაშორისო სტანდარტებთან.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე.

ისე, ბრიყვი ყოველთვის ნებას არ უნდა მიუშვა. რომ მივუშვით, ვნახეთ რაც დაგვმართეს

P.S. UNHCR მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ბინადრობის ცენზის 5 წლამდე შემცირებას.

ეს ერთ-ერთია 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებათაგან, რაც საქართველოს პრაქტიკას კიდევ უფრო დააახლოვებს საერთაშორისო სტანდარტებთან და სრულ შესაბამისობაშია 1954 წლის კონვენციასთან მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ვინმეს გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, რომ თურმე...

ვინმეს გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება არის ანტიევროპული?მითხარით თუ ვინმეს ასეთ ევროპასთან გინდათ ინტეგრაცია, მე არ მინდა,...