ზაალ ანჯაფარიძე: ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის გამოსვლა ბრიფინგზე იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური, ამ ყველაფრის თავი და თავი არის ეუთო-ს და მისი რეალური პატრონების მიერ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო

ახლა ვუსმინე თბილისში ჩამოსულ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის გამოსვლას ბრიფინგზე და ის იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ეუთო-ში, პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე, სურთ მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ თვალსა და ყურს უკეთ ხვდება, ამასთან, ორგანიზაციას და მის რეალურ პატრონებს აქვთ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო.

“ახლა ვუსმინე თბილისში ჩამოსულ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის გამოსვლას ბრიფინგზე და ის იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური.
როგორც ჩანს, ეუთო-ში სურთ მიიღონ და წაიკითხონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მათ თვალსა და ყურს უკეთ ხვდება, რა თქმა უნდა, მათი პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე. ვიცით ვინც უგზავნის მათ ასეთ ინფორმაციებს.

ეს იყო მორიგი ფუჭი ვიზიტი და ანგაჟირებული ბრალდებები ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ.

ამ ყველაფრის თავი და თავი არის ეუთო-ს და მისი რეალური პატრონების მიერ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...