ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო ბანკის მონაცემებზე: საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას! მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა – აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.

ბოჟაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება და გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

„საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას!

მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება.

საქართველოს გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას, უზრუნველვყოფთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას!

#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...