ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია. დაახლოებით, 220 ამომრჩეველი მივიდა უბანზე და თავისი არჩევანი გააკეთა, რაც ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-ს შეადგენს.

უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 29 არჩევანს გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთებს. არჩევნები ელექტრონული წესით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან დამკვირვებლები, მედიის წარმომადგენლები.

არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის...

არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა...