უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება: უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ნათქვამია უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში.

„უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განახლდება და რომელიც რუსეთის მიერ მიღებასა და თანმიმდევრულ განხორციელებას ექვემდებარება. აშშ რუსეთს აცნობებს, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯი მშვიდობის მიღწევის გასაღებია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე დაწესებულ პაუზას და განაახლებს უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...