წყალმომარაგების ახალი უფროსი ზუგდიდში წყალარინების სისიტემის პროცესს გაეცნო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, დავით კვინიკაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ზუგდიდის წყალარინების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა.

ვიზიტის მიზანს ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და ობიექტზე მიმდინარე ოპერაციული პროცესების მონიტორინგი წარმოადგენდა.

ზუგდიდის გამწმენდი ნაგებობა ჩამდინარე წყლების სრულფასოვან წმენდას ბიოლოგიური ციკლის სრული დაცვით ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკს.

პროექტი 2020 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური...

ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას...