ცოტნე ანანიძე: ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონის გამო, ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი – რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას ეხმიანება, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

ანანიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც გამჭვირვალობის კანონსაც აკრიტიკებდა, ახლა კი, თავად შექმნეს მსგავსი რეესტრი.

“ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა, რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ – მათ შორის გამჭვირვალობის კანონის გამო. ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი. ,,რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს. ”
რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...