ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დამატებითი დეტალები შესაძლოა ორშაბათს გახდეს ცნობილი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დამატებითი დეტალები შესაძლოა ორშაბათს გახდეს ცნობილი.

მისი თქმით, ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, უკრაინულ მხარესთან გვაქვს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ვცდილობთ იგივე შეთანხმებას მივაღწიოთ რუსეთთან. და ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ორშაბათს ცოტა მეტს გავიგებთ და იმედია ეს კარგი [ამბავი] იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...