ტრამპმა ბაიდენი სიკვდილმისჯილი 37 პატიმრის სასჯელის შემსუბუქების გამო გააკრიტიკა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიკვდილმისჯილი 37 პატიმარის სასჯელის შემსუბუქების გამო გააკრიტიკა.

„ჯო ბაიდენმა ახლახან შეუმსუბუქა სიკვდილით დასჯა ჩვენი ქვეყნის 37 ყველაზე საშინელი მკვლელს. როცა თითოეულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაიგებთ, ვერ დაიჯერებთ, თუ რა ქნა მან. ეს უაზრობაა. ნათესავები და მეგობრები სულ უფრო გულდაწყვეტილნი არიან. ისინი ვერ იჯერებენ, თუ რა ხდება!“, – დაწერა ტრამპმა მის სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბაიდენმა გუშინ სიკვდილმისჯილ 37 პატიმარს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...