თორნიკე სულაბერიძე: ტექნოლოგიურ სექტორში დაახლოებით 52 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული. თუ ციფრებს თვალს გადავავლებთ და ვნახავთ რა იყო ხუთი წლის წინ, ეს არის ათმაგი ზრდა

ტექნოლოგიურ სექტორში დაახლოებით 52 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული. თუ ციფრებს თვალს გადავავლებთ და ვნახავთ რა იყო ხუთი წლის წინ, ეს არის ათმაგი ზრდა, – განუცხადა „ქრონიკას“ CT Asociation of georgia -ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე სულაბერიძემ.

„ტექნოლოგიური სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში. როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც საკმაოდ კარგი, პოზიტიური ტენდენციებია. ზოგადად, სექტორი იზრდება ამასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. დღეის მდგომარეობით ტექნოლოგიურ სექტორში დაახლოებით 52 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული. თუ ციფრებს თვალს გადავავლებთ და ვნახავთ რა იყო ხუთი წლის წინ, ეს არის ათმაგი ზრდა. წელს ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაში მშპ-ს წილი 8%-ია ტექნოლოგიური სექტორის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება და წლის ბოლოსაც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და დიდი სექტორი იქნება“, – აღნიშნა სულაბერიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში...

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით...