The New York Times: ტრამპის ადმინისტრაციამ ლგბტ თემის ჯანდაცვის კვლევის მიმართულებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტები გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ლგბტ თემის ჯანდაცვის კვლევის მიმართულებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტები გააუქმა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტში ჯამში, 669 გრანტის დაფინანსება შეწყდა და აქედან ნახევარი სწორედ ლგბტ პირთა სპეციფიკური სამედიცინო საჭიროებების კვლევებზე იყო მიმართული.

ამერიკის ჯანდაცვის ორგანომ კვლევებზე მომუშავე მეცნიერებს განუმარტა, რომ აღნიშნული პრობლემები სააგენტოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...