The Hill: ნეპალის რევოლუციის დროს შეიარაღებულმა ბრბომ გაძარცვა და დაწვა ბიზნესები, კერძო სახლები და სამთავრობო შენობები

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, ნეპალის რევოლუციის დროს შეიარაღებულმა ბრბომ გაძარცვა და დაწვა ბიზნესები, კერძო სახლები და სამთავრობო შენობები.

როგორც The Hill-ი წერს, დასავლურმა მედიამ ეს მოვლენები ელიტის წინააღმდეგ „სტუდენტურ“ ანტიკორუფციულ მოძრაობად წარმოაჩინა. თუმცა, ქაოსის სახალხო ძალაუფლებად წარმოჩენით, მათ ანარქია დემოკრატიასთან აღრიეს.

ნეპალში, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სუშილა კარკი დასავლური მედიისთვის ცნობილია, როგორც „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი“. სინამდვილეში, კარკი – 1973 წელს ნეპალის ავიახაზების მილიონობით ინდური რუპიის გადამზიდავი თვითმფრინავის გატაცების ორგანიზატორის ცოლი – ამჟამად ხელმძღვანელობს დროებით ადმინისტრაციას, რომელსაც არ გააჩნია კონსტიტუციური ლეგიტიმაცია და მართავს პრაქტიკულად ნანგრევებად ქცეულ ქვეყანას.

„ეს არ იყო დემოკრატია მოქმედებაში, ეს იყო ნიჰილისტური ძალადობა რევოლუციის საფარქვეშ. როგორც ერთ-ერთმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების დახმარების აღმოჩენის დროს უთხრა დემონსტრანტებს, „თქვენ ეს ქვეყანა გადაწვით“, – წერს გამოცემა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...