The Economist: უკრაინა ახლა საშინელი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას

რატომ არის უკრაინის დაფინანსება ევროპისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა- ამ სათაურით სტატიას The Economist-ი ავრცელებს.

როგორც სტატიაშია ნახსენები, უკრაინა ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და თუ რამე არ შეიცვლება, თებერვლის ბოლოს მას ფული გამოელევა.

გამოცემის ცნობით, ომები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს, თუმცა ისინი ფინანსური სიძლიერის გამოცდაც არის. ხანგრძლივ კონფლიქტებში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს უნარი და ნება, მოიძიო რესურსები და იპოვო ახალი გზები ფულის მოსაზიდად — ხშირად ეს გადამწყვეტი ფაქტორი ხდება იმის დასადგენად, თუ ვინ გაიმარჯვებს. ევროპა მალე თავად იგრძნობს ამ რეალობის სიმძიმეს. უკრაინა უმძიმეს ფინანსურ კრიზისს აწყდება. თუ არაფერი შეიცვალა, თებერვლის ბოლოსთვის მას ფული გამოელევა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 2025 წელს მილიონიანი ოპერაციები კიევს 100-110 მილიარდი დოლარი = მშპ-ს ნახევარი დაუჯდება. ტრამპის მიერ ფინანსური დახმარების შემცირების გამო კიევი „თებერვლის ბოლოს“ დაცარიელდება. ევროპის საუკეთესო გადაწყვეტილება ჯერჯერობით რუსეთის აქტივების ჩამორთმევაა.

https://www.economist.com/leaders/2025/10/30/why-funding-ukraine-is-a-giant-opportunity-for-europe

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...