თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება

თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მხარის გუბერნატორთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის ადგილები მოინახულა და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

იმერეთში, იუსტიციის ახალ სახლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450- ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი.  მათში ქორწინების სახლებიც განთავსდება.

თერჯოლისა და ზესტაფონის იუსტიციის სახლებში ჯამში სსიპ იუსტიციის სახლის 40- მდე თანამშრომელი დასაქმდება. მათთან ერთად განთავსდებიან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სსიპ-ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ. ზესტაფონსა და თერჯოლაში იუსტიციის სახლების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...